top of page

მკურნალობისშემდგომი დაკვირვების შეწყვეტის (LTFU) პრობლემასთან ბრძოლის სტრატეგია

  • Writer: Nino Kobakhidze
    Nino Kobakhidze
  • Apr 5, 2023
  • 7 min read

ექსპერტები გვიზიარებენ, დიაბეტიანი პაციენტის შემთხვევაში რატომ არის დამატებითი მეთვალყურეობა მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება პაციენტების მიერ გრაფიკის დაცვის უზრუნველყოფა

დაჰულ ნ. ხურანა, MD, FASRS; კატერინ ტელკოტი MD; და ჯეისონ ჰსუ MD


Retina Today: რა ზემოქმედებას ახდენს მკურნალობის შემდგომი დაკვირვების შეწყვეტა (LTFU) დიაბეტიანი პაციენტების პოპულაციაზე?

ჯეისონ ჰსუ, მედიცინის დოქტორი:

მკურნალობის შემდგომი დაკვირვების შეწყვეტის პრობლემა ძალზე მნიშვნელოვანია დიაბეტიანი პოპულაციისთვის. სამწუხაროდ, დიაბეტური რეტინოპათიის (DR) დამძიმებაში, ხშირად, გარკვეულ როლს ასრულებს ექიმის რეკომენდაციების და მკურნალობის რეჟიმის დაუცველობა.

ბევრი პაციენტი არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მკურნალობის სრულყოფილ წარმართვას ხელს უშლის ისეთი წინააღმდეგობები, როგორებიცაა გახანგრძლივებული ჰოსპიტალიზაცია, ჯანმრთელობის დაზღვევის დაკარგვა, ტრანსპორტირების პრობლემები და ა.შ. ამ შემთხვევაში პაციენტი დროულად ვერ მიმართავს ოფთალმოლოგს, რაც თავისთავად ამძიმებს დიაბეტურ რეტინოპათიას.

მკურნალობის შემდგომი დაკვირვების შეწყვეტის შემთხვევაში, როგორც წესი, პაციენტის მდგომარეობა უარესდება, ქვეითდება მხედველობა, თუმცა, დაავადების დინამიკა დამოკიდებულია ჩატარებულ მკურნალობაზეც.

მაგალითად, პაციენტებს, პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიით (PDR), რომლებსაც ჩაუტარდათ პანრეტინალური ფოტოკოაგულაცია (PRP) და შემდგომ ჰქონდათ მეთვალყურეობის შეწყვეტის პრობლემები, უფრო ნაკლებად ჰქონდათ გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები, იმ პაციენტებთან შედარებით, ვისაც მხოლოდ ანტი-VEGF ინექციებით მკურნალობდნენ. მოგვიანებით, ჩვენ დავადგინეთ, რომ პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ ანტი-VEGF ინექციებს, დიაბეტური მაკულარული შეშუპების (DME) სამკურნალოდ, საშუალოდ, შესძლეს მხედველობის კვლავ გაუმჯობესება, LTFU პერიოდის შემდეგ. მართალია ეს დამაიმედებელია, თუმცა , ამ პაციენტებს უკეთესი მხედველობა ექნებოდათ, რეგულარულად რომ ემკურნალათ და არ გამოეტოვებინათ დანიშნული ვიზიტები. კატერინ ტელკოტი, მედიცინის დოქტორი:

კლინიკურ კვლევებშიც კი, სადაც პაციენტებს მხარდაჭერას უწევენ კვლევის კოორდინატორები და მათ ხშირად სატრანსპორტო ხარჯებსაც უნაზღაურებენ, ხშირია ვიზიტებს შორის დიდი ინტერვალები, როგორც ნაჩვენებია კლინიკური კვლევის

Diabetic Retinopathy Clinical Research Retina Network’s -ის S პროტოკოლში. ეს დაყოვნებები ხშირად იწვევს მხედველობასთან დაკავშირებულ არასასურველ შედეგებს, განსაკუთრებით PDR მკურნალობის შემთხვევაში, მაშინ, როცა მკურნალობის მიზანი, ხშირად, მხედველობის დაკარგვის შენელებაა.

როდესაც დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტებს LTFU პრობლემები აქვთ, იზრდება დაავადების პროგრესირების ან მხედველობისთვის სახიფათო გართულებების რისკი, PDR შემთხვევაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნეოვასკულარიზაცია ან ფიბროვასკულარული პროლიფერაცია უარესდება და იწვევს სისხლჩაქცევას მინისებრ სხეულში, ნეოვასკულარულ გლაუკომას ან ბადურის ტრაქციულ ჩამოცლას (სურათები 1 და 2).

ეს გართულებები საჭიროებს მეტ ინტერვენციას, პაციენტისთვის, რაც მოიცავს დამატებით ინტრავიტრეალურ ინექციებს ან PRP, თუმცა, ასევე შეიძლება ნიშნავდეს ბადურის ან გლაუკომის ქირურგიულ ოპერაციას. ამას გარდა, ამან შეიძლება გააძლიეროს მხედველობის შემდგომი და მუდმივი გაუარესება. ეს აშკარად მოქმედებს პაციენტის მხედველობაზე, თუმცა, ასევე მოქმედებს მათ უნარზე, იმუშაონ, მოუარონ საკუთარ თავს ან ოჯახს.

RT: რა ვიცით LTFU გავრცელების შესახებ ლიტერატურიდან?

დოქტორი ჰსუ: უილსის თვალის ჰოსპიტალში ჩვენ ჩავატარეთ მრავალი ადრეული კვლევა, რომლებშიც შევისწავლეთ LTFU რისკ ფაქტორები, დიაბეტიანი პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ ინტრავიტრეალური ანტი-VEGF ინექციები.

ჩვენს პრაქტიკაში ძირითადი რისკ ფაქტორები მოიცავდა: უმცროს ასაკს; შავკანიან, ლათინურამერიკულ ან დაუფიქსირებელ რასას; უარეს მხედველობას, მკურნალობის დასაწყისში; დაბალშემოსავლიან რაიონებში ცხოვრებას.

რისკ ფაქტორები, სხვა კვლევებში მოიცავს ხანდაზმულ ასაკს (იმისგან განსხვავებით, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ), მობილობის პრობლემებს, ტრანსპორტირებაში დახმარების საჭიროებას, დაზღვევის სტატუსს და მრავალრიცხოვანი თანმხლები დაავადებების არსებობას.

თუმცა, როგორც გამოცდილებამ მაჩვენა შეუძლებელია იმის გარკვევა, ვის შეწყვბიტავს მკურნალბის შემდგომ დაკვირვებას, რამდენადაც პაციენტები არ მოქმედენ რაიმე კანონზომიერების მიხედვით.

რაჰულ ნ. ხურანა, MD, FASRS: ცალკეული ინსტიტუტების მიერ ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ უჩვენა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, PDR პაციენტების 25%-51% წყვეტენ მეთვალყურეობას პირველი მკურნალობის შემდეგ.

LTFU მაჩვენებლები განსხვავდება ყველა ინსტიტუტსა და კლინიკაში, ასე, რომ ჩემს ჯგუფს სურდა გაერკვია, რეალური მდგომარეობა ეროვნულ დონეზე, PDR მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ მხოლოდ ანტი-VEGF თერაპია, მხოლოდ PRP ან ორივეს კომბინაცია. ჩვენ ვისარგებლეთ ამერიკის ოფთალმოლოგიის IRIS რეესტრით, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია პაციენტების დიდი რაოდენობის შესახებ, რაც ხელს უწყობს ობიექტურობას, რამდენადაც ერთი დაწესებულების ფარგლებში კვლევა შეიძლება არასრული იყოს (მაგ. ერთ დაწესებულებაში პაციენტი შეიძლება დაფიქსირდეს, როგორც LTFU, მაშინ, როცა ის სხვა ექიმთან დადის და რეალურად მკურნალობა არ შეუწყვეტია). ჩვენ ვიპოვნეთ დაახლოებით 300,000 პაციენტი, ვისაც პირველად დაუსვეს PDR დიაგნოზი 2013-2015 წლებში. გამორიცხვის სხვადასხვა კრიტერიუმების მეშვეობით ჩვენ ისინი გავანაწილეთ სამ სამკურნალო ჯგუფში: მხოლოდ ანტი-VEGF თერაპია (დაახლოებით 40,000 პაციენტი), მხოლოდ PRP (დაახლოებით 32,000 პაციენტი) და კომბინირებული ანტი-VEGF თერაპია და PRP (დაახლოებით 33,000 პაციენტი).

ჩვენ დავადგინეთ, რომ იმ პაციენტებიდან, ვისაც მხოლოდ ანტი-VEGF თერაპია ჩაუტარდათ, 10,7% ჰქონდათ LTFU (რაც განისაზღვრა, როგორც ვიზიტი 12 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, უკანასკნელი მკურნალობის შემდეგ), იმ პაციენტებიდან, ვისაც ჩაუტარდა მხოლოდ PRP, ასეთი პაციენტების წილი იყო 9,5%, ხოლო კომბინირებული მკურნალობის ჯგუფიდან ასეთები შეადგენდნენ 9,8%. განსხვავება ანტი-VEGF ჯგუფს და PRP და კომბინირებული მკურნალობის ჯგუფებს შორის, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო.

როდესაც კვლევა დავიწყეთ, ვფიქრობდი, რომ LTFU უფრო ხშირი იქნებოდა, რამდენადაც LTFU მაჩვენებლები მაღალი იყო სხვა დაწესებულებებში, თუმცა, რთულია ამ მაჩვენებლის განსაზღვრა ერთი დაწესებულებიდან ან ერთი სისტემიდანაც კი. პაციენტები მოძრაობენ და სხვა პროვაიდერებთან მიდიან, და რეალურად ისინი არ არიან LTFU, თუმცა, ასეთებად ითვლებიან ერთი დაწესებულების კვლევაში. ეროვნული რეესტრი გაცილებით უფრო ზუსტ მაჩვენებლებს გვაძლევს, თუმცა, ის მაინც არ მოიცავს ყველა ოფთალმოლოგს. მიუხედავად ამისა, 10%, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მაინც მიუღებლად მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება დემოგრაფიას, უფროსი ასაკის პაციენტები, სავარაუდოდ, LTFU უფრო მაღალ რისკს ექვემდებარებიან, როდესაც მხოლოდ ანტი-VEGF თერაპია უტარდებათ. ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ როგორც წესი, ქალები უფრო ნაკლებად არიან LTFU. როგორც ანტი -VEGF, ასევე PRP ჯგუფებში. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ LTFU უფრო ხშირია შავკანიან და ლათონოამერიკული რასის ადამიანებში, სამივე ჯგუფში, თეთრკანიან პაციენტებთან შედარებით. ჩვენ ასევე შევამჩნიეთ, რომ პაციენტებში, რომლებსაც დაავადება ერთ თვალზე აქვთ, LTFUუფრო ხშირია, ვიდრე იმ პაციენტებში, ვისაც ორმხრივი დაავადება აქვთ. და ბოლოს, როდესაც განვიხილეთ დაზღვევა, დავადგინეთ, რომ LTFU უფრო ხშირია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კერძო დაზღვევა , ვიდრე იმ პაციენტებთან, ვისაც ჰქონდა Medicare.



ree
ree

სურათი 1. 58 წლის ქალი დიაბეტით, რომელმაც მკურნალობა შეწყვიტა (LTFU) 4 წლის განმავლობაში. როდესაც ის კლინიკაში დაბრუნდა, მას აღენიშნებოდა პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია ორივე თვალზე. მარჯვენა თვალზე აღინიშნება ტრაქცია და სრული მაკულარული ხვრელი (A) და ბადურის ტრაქციული ჩამოცლა მარცხენა თვალზე (B).


ree
ree

სურათი 2. 32 წლის ქალს, პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიით, ჰქონდა სისხლჩაქცევა მინისებრ სხეულში. (A). მან მკურნალობა შეწყვიტა 6 თვის განმავლობაში და საბოლოოდ, დაბრუნდა გაუარესებული ტრაქციით და მინისებრ სხეულში სისხლჩაქცევით


RT: რა ზემოქმედებას ახდენს ეს მონაცემები კლინიკურ პრაქტიკაზე?

დოქტორი ხურანა: ჩვენს კვლევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებაა დემოგრაფიის და LTFU კავშირი. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ აუცილებელია ყველა პაციენტის შემდგომი მეთვალყურეობა, მაგრამ არის ზოგიერთი ჯგუფები, რომლებიც LTFU უფრო მაღალ რისკს ექვემდებარებიან, აზრი აქვს მეტი დრო დავუთმოთ იმის ახსნას, თუ რატომ არის მკურნალობა მნიშვნელოვანი და რატომ არის აუცილებელი დაბრუნება [ექიმთან].

დოქტორი ჰსუ: შესანიშნავი იქნებოდა, რომ გვვქონოდა ფორმულა , თითოეული პაციენტისთვის LTFU რისკის გამოსათვლელად. მაშინ შევძლებდით თითოეული პირისთვის ინტერვენციის პერსონალიზაციას. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია და, ამასთან, მაღალი LTFU რისკი, მაშინ PRP პირველი არჩევანი იქნებოდა. მეორეს მხრივ, თუ ის დაბალი LTFU რისკს ექვემდებარება, ანტი-VEGF თერაპია შეიძლება უკეთესი იყოს, რამდენადაც მას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, ოპტიმალური შედეგების მისაღებად.

თუმცა, ჩვენ ვერ შევქმნით ფორმულას, რომლის მეშვეობითაც, გარკვეულობის რაიმე ხარისხით შეიძლება იმის პროგნოზირება, თუ ვის ექნება LTFU პრობლემები. მართალია გარკვეული რისკ ფაქტორები აშკარაა, ისინი ყველასთვის არ გამოდგება. ამდენად, სარისკოა მხოლოდ ამ ფაქტორებზე დაყრდნობა, მკურნალობის პერსონალიზაციისთვის. შედეგად, მე დავუშვი, რომ ყველა ერთნაირად ექვემდებარება LTFU რისკს და ვითვალისწინებ ამას მკურნალობისას.

დოქტორი ტელკოტი: თუ ვფიქრობ, რომ პაციენტს აქვს მკურნალობის გამოტოვების რისკი, ვიღებ მართვის გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს შემდგომი მკურნალობის ტვირთის შემცირებას ან შეიძლება ხელი შეუწყოს მხედველობის შენარჩუნებას, თუ ის არ დაიცავს მკურნალობის რეჟიმს, იქნება ეს DME მკურნალობა, უფრო ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატებით, ან PRP შერჩევა, PDR მქონე პაციენტებისთვის. ამისთვის შეიძლება საჭირო გახდეს მათი საოპერაციოში შეყვანა, PRP-სთვის, ან მუშაობა ჩემს ოფთალმოლოგ კოლეგებთან, PRP ჩასატარებლად, საოპერაციოში, სხვა პროცედურებთან ერთად.


RT: რჩევები დამატებითი მკურნალობის რეჟიმის დაცვის გასაუმჯობესებლად

დოქტორი ხურანა: ყველა კლინიკას აქვს დახმარების სხვადასხვა ინსტრუმენტები, იქნება ეს სატელეფონო ზარები თუ შეხსენების ბარათები. შემდგომ, იმ პაციენტების მონიტორინგი, რომლებმაც გამოტოვეს მკურნალობის შემდგომი ვიზიტები, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია; ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკის სისტემაში შესაბამისი პროგრამების არსებობას, ეს მარტივი ზომები სასარგებლოა, მაგრამ სხვა ქრონიკული დაავადებების და მდგომარეობების შემთხვევაში, როგორც წესი, ექიმებს გუნდში ჰყავთ ადამიანები, რომელთა ერთადერთი მოვალეობაა პაციენტების განათლება და მოტივირება.

ჩვენ, როგორც თანამეგობრობა, ვაპირებთ განვიხილოთ ასეთი კომპონენტების დამატება ბადურასთან დაკავშირებულ ჩვენს პრაქტიკაში, მომავალში ამ ქრონიკულ მდგომარეობებთან მუშაობისთვის.

დოქტორი ჰსუ: პაციენტის ინფორმირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დავეხმაროთ გაერკვნენ მათი დაავადების ხასიათში და მიმდინარე ღონისძიებების და მკურნალობის სარგებლობაში. ციფრული ვიზუალიზაციის, მათ შორის, OCT და თვალის ფსკერის ფოტოების ხელმისაწვდომობა საშუალებას გვაძლევს ვუჩვენოთ პაციენტს, რა ხდება მის თვალში და გვეხმარება ინფორმირებასთან დაკავშირებულ დისკუსიებში.

ასევე მნიშვნელოვანია ამ მაღალი რისკის პაციენტების თვალყურის დევნება. ჩვენს პრაქტიკაში დანერგილია გადარეკვის სისტემა, რომლის მეშვეობითაც პაციენტებს, ვისაც ვუმკურნალეთ ყურადღებით ვადევნებთ თვალს. თუ ისინი გამოტოვებენ ვიზიტს, ჩვენი თანამშრომელი დაუყოვნებლივ დაუკავშირდება. თუ ისინი განაგრძობენ ვიზიტების გამოტოვებას, ან ვერ ვუკავშირდებით, ჩვენ ვუგზავნით დამოწმებულ წერილს, სადაც გამოვხატავთ შეშფოთებას და განვუმარტავთ რისკებს, რომლებიც მათ შეიძლება დაემუქროს, გასინჯვის და მკურნალობის გარეშე.

დოქტორი ტელკოტი: ეს უდიდესი პრობლემაა, ერთია გაერკვე, რატომ შეიძლება ჰქონდეს პაციენტს LTFU პრობლემა ან მასთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემები და სულ სხვაა მისი თავიდან აცილება. დიაბეტიან პაციენტებს მრავალი პრობლემა აქვთ, რომლებიც მათ LTFU რისკს უქმნის. ბადურის პრობლემების მქონე პაციენტების უმეტესობისგან განსხვავებით, ისინი, როგორც წესი, უფრო ახალგაზრდები არიან და ხშირად სჭირდებათ ექიმთან ვიზიტების შეთავსება სამსახურებრივ ან ოჯახურ პასუხისმგებლობებთან. დიაბეტიან პაციენტებს, რომლებსაც ბადურის პათოლოგიები აქვთ, ხშირად ბევრი სხვა ორგანოებიც აქვთ დაზიანებული და მათ ბევრი ვიზიტი აქვთ დანიშნული სხვა სპეციალისტებთან და ხშირად საავადმყოფოშიც კი.

მე ხაზს ვუსვამ რეგულარული დამატებითი ღონისძიებების მნიშვნელობას დიაბეტური რეტინოპათიის მქონე ყველა ჩემს პაციენტთან, ასევე ოჯახის წევრთანაც, თუ ის თან ახლავს. ვცდილობ გავარკვიო, აქვს თუ არა პაციენტს სოციალური მხარდაჭერა, რამდენადაც ოჯახის წევრების ჩართულობას შეიძლება კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს იმისათვის, რომ პაციენტმა მიიღოს დანიშნულება. ვცდილობ ჩავრთო პაციენტიც და მისი მომვლელიც (თუ სათანადოა), ჩვენი პირველი ვიზიტიდან, განვუმარტო დაავადების ხასიათი და რა შეიძლება მოხდეს, მისი პროგრესირების შემთხვევაში. ვიზუალიცაცია, მათ შორის, თვალის ფსკერის ფოტო ან ფლუორესცენტული ანგიოგრაფია, დასაწყისში, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს შესაბამისი პრობლემების განმარტების და დემონსტრირებისთვის. ამას გარდა, მნიშვნელოვანია მკურნალობის მიდგომაც, რამდენადაც PRP შეუძლია მხედველობისთვის სახიფათო გართულებების პრევენცია, თუ პაციენტებს LTFU პრობლემები ექნებათ.


RT: რა ცვლილებებმა შეიძლება შეუწყოს ხელი LTFU-სთან დაკავშირებული რისკების შემცირებას? დოქტორი ჰსუ: საჭიროა ორი მიმართულების განვითარება. პირველია კომუნიკაციის და პაციენტების ინფორმირების გაუმჯობესება. ჩვენი კლინიკები სულ უფრო და უფრო მეტად არიან დაკავებული, რამდენადაც ხელმისაწვდომი ხდება ბევრი ახალი თერაპია, ბადურის დაავადებების სამკურნალოდ. პაციენტების უკეთ ინფორმირება, რის შედეგადაც მათთვის უფრო გასაგები გახდება საკუთარი მდგომარეობა და მკურნალობის გეგმა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მათ მიერ რეჟიმის უკეთესად დაცვას. ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს მეტი ინოვაციური საგანმანათლებლო გამოცდილება, როგორც ოფისში, ასევე მობილურიც.

სმარტფონის აპლიკაციები, რომლებიც დაეხმარება ინფორმირებას, ხელს შეუწყობს მხედველობის პრობლემების დაფიქსირებას და შეახსენებს პაციენტებს, რომ ისინი ჩამორჩებიან დანიშნულებას, შეიძლება ასევე სასარგებლო ინსტრუმენტი იყოს.

მეორეა გახანგრძლივებული -მოქმედების თერაპია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, უდიდეს როლს შეასრულებს, შედეგების გაუმჯობესებაში.

უფრო იშვიათი მკურნალობა, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ სარგებელს, წმინდა გრაალია, LTFU რისკის შემცირებისთვის.

დოქტორი ტალკოტი: მოხარული ვარ, რომ შეიქმნა დიაბეტის პრეპარატების ახალი ტალღა, რომლებიც უფრო ადვილად მოსახმარია პაციენტებისთვის და როგორც ვხედავ, პაციენტები უკეთესად აკონტროლებენ დიაბეტს, რაც, შემდგომ, ხელს უწყობს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირების შენელებას ან პრევენციას. ამას გარდა, მე ვმუშაობ აკადემიურ ცენტრში, სადაც ბევრი რესურსებია, თუმცა, ვფიქრობ, ოფთალმოლოგიის დეპარტამენტთან დაკავშირებული სოციალური მუშაკები რომ გვყავდეს, ესეც დაგვეხმარებოდა ამ პრობლემების გადაწყვეტაში.

დოქტორი ხურანა: ჩვენ ვიცით, რომ დიაბეტი პრობლემური დაავადებაა. პაციენტები განიცდიან მრავალ სტრესს და მათთვის ადვილი არ არის ყველა ვიზიტის განხორციელება. ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ ტექნოლოგია და სხვადასხვა ინსტრუმენტები, პაციენტების უკეთესად ინფორმირებისთვის და იმისათვის, რომ მათ განაგრძონ დამატებითი მკურნალობა. ასევე, ვეთანხმები დოქტორ ჰსუს, რომ გახანგრძლივებულ მკურნალობას შეუძლია მინიმუმამდე შეამციროს მკურნალობის ტვირთი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს LTFU პრობლემების დაძლევას.

ჩვენი პაციენტების გაძლიერებას, მათი დაავადების პროცესების შესახებ მათი უკეთ ინფორმირების გზით, არსებითი მნიშვნელობა აქვს და არასტანდარტულ აზროვნებას, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდეს პაციენტების ჩართულობის და მოტივირების უზრუნველყოფა, ხელს შეუწყობს LTFU პრობლემების მინიმუმამდე შემცირებას, მომავალში. ჩვენი სფეროს სპეციალისტებმა უნდა გაიზიარონ სხვა სფეროების სპეციალისტების გამოცდილება, რომლებიც ახორციელებენ ქრონიკული დაავადებების მენეჯმენტს, სადაც უფრო მეტი პროვაიდერი მუშაობს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენმა პაციენტებმა განაგრძონ დამატებითი მკურნალობა, მხედველობის გადასარჩენად.



1. Obeid A, Su D, Patel SN, et al. Outcomes of eyes lost to follow-up with proliferative diabetic retinopathy that received panreti­nal photocoagulation versus intravitreal anti-vascular endothelial growth factor. Ophthalmology. 2019;126(3):407-413.

2. Matsunaga DR, Salabati M, Obeid A, et al. Outcomes of eyes with diabetic macular edema that are lost to follow-up after anti-vascular endothelial growth factor therapy. Am J Ophthalmol. 2022;233:1-7.

3. Maguire MG, Liu D, Bressler SB, et al; DRCR Retina Network. Lapses in care among patients assigned to ranibizumab for proliferative diabetic retinopathy: a post hoc analysis of a randomized clinical trial. JAMA Ophthalmol. 2021;139(12):1266-1273.

4. Obeid A, Gao X, Ali FS, et al. Loss to follow-up in patients with proliferative diabetic retinopathy after panretinal photocoagula­tion or intravitreal anti-VEGF injections. Ophthalmology. 2018;125(9):1386-1392.

5. Suresh R, Yu, HJ, Thoveson AR, et al. Loss to follow-up among patients with proliferative diabetic retinopathy in clinical practice. Am J Ophthalmol. 2020;215:66-71.

6. Khurana RN. Loss to follow-up in patients with proliferative diabetic retinopathy treated with anti-VEGF therapy and/or PRP in the United States. Presented at the American Society of Retina Specialists annual meeting; October 9, 2021; San Antonio, Texas.




Comments


©2022 by ოფთალმოლოგია. Proudly created with Wix.com

bottom of page